ჩინეთში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
„ბიბისის“ ცნობით, მიწისძვრას, სულ მცირე, 116 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიცენტრი განსუს პროვინციაში იყო.
ბოლო მონაცემებით, დაშავებულია სულ მცირე 266 ადამიანი, ხოლო 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება. დაზიანდა 5 000-ზე მეტი სახლი.