საქართველოს მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს დღეს პრემიერ-მინისტრი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. წლის საქმიანობის შეჯამებასთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილი დაგეგმილ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
ღონისძიებას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრები. ანგარიშს წინასწარ კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მიმდინარე წელი გამოწვევებით სავსე იყო და ხელისუფლებამ წარმატებით გაართვა თავი.