კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანი ჩემპიონი გახდა. ფინალში ქართველმა ისრაელის წარმომადგენელი, ტიმნა ნელსონ ლევი 30 წამში იპონით დაამარცხა. შეჯიბრებაზე, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, ასპარეზობები მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში გაიმართა. ევროპის ღია პირველობაზე გამომსვლელმა მეორე ქართველმა, ლაშა შავდათუაშვილმა ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, მაგრამ აზერბაიჯანელთან დამარცხდა. ევროპის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 300 ათასი ევრო იყო.