მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მამაკაცთა და ქალთა შორის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტები დაასახელა. მამაკაცთა შორის, ფიფა-ს ვერსიით საუკეთესოს წოდებისთვის, ლიონელ მესი (არგენტინა), კილიან მბაპე (საფრანგეთი) და ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია) იბრძოლებენ. ქალთა შორის ნომინანტთა სამეული ასეთია: აიტანა ბონმატი (ესპანეთი), ჯენიფერ ერმოსო (ესპანეთი), ლინდა კაისედო (კოლუმბია). ფიფა-ს გალა დაჯილდოება 15 იანვარს ლონდონში ჩატარდება, სადაც ასევე გამოვლინდებიან: წლის საუკეთესო მეკარე ქალთა და მამაკაცთა შორის, წლის საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო გოლის ავტორი.