ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით და სპორტული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ,,ველომარათონი 2023", რომელშიც მონაწილეობის მიღება 15 წლის ასაკიდან ყველა მსურველს შეეძლო. შეჯიბრება როგორც გოგონებში ასევე ვაჟებში ჩატარდა. ველომარათონის მონაწილეებმა დისტანცია უნივერსიტეტიდან ანბანის კოშკამდე დაფარეს. გამარჯვებულებს და პრიზიორებს სპორტული მაღაზიის ფასიანი ვაუჩერები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულებმა 600 ლარიანი ვაუჩერი მიიღეს, მეორე მესამე ადგილოსნებს კი შესაბამისად, 400 და 300 ლარიანი ვაუჩერები ერგოთ. 200 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ ასევე მარათონის უხუცეს და ყველაზე პატარა მონაწილეს.