საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერის ინიციატივით ხვალ დაგეგმილ სახალხო ზეიმს შეუერთდება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი. მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შემოუერთდეთ. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, რადგან ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მზად ვარ, ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები. ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არაა უკანასკნელი დღე. ამით იწყება საქართველოს მომავალი, დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი და ამას გილოცავთ ყველას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.