ხელბურთის კლუბ „ბათუმის“ ორგანიზებით სპორტის სასახლეში გაიმართა საბავშვო ფესტივალი მინი-ხელბურთში სკოლის მოსწავლეებს შორის, რომელშიც ბათუმის საჯარო სკოლების 18 გუნდი იყო ჩართული. ასპარეზობდნენ ვაჟთა და გოგონათა გაერთიანებული გუნდები. ტურნირი ტრადიციულია და უკვე მეოთხე წელია ტარდება. საბავშვო ფესტივალის გამარჯვებული მერვე საჯარო სკოლის გუნდი გახდა. გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.