ძველ ბულვარში ცენტრალური შადრევნების ირგვლივ აუდიო სისტემა განახლდა - ბათუმის ბულვარი

14 დეკემბერი 2023, 16:11 712 ნახვა

ძველ ბულვარში არსებული ცენტრალური შადრევნების ირგვლივ აუდიო სისტემა განახლდა. პროექტის ფარგლებში, გარე სივრცე სრულად აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პრემიუმ კლასის გარე გამოყენების „JBL“-ის დინამიკებით, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მუსიკალური-მოცეკვავე შადრევნების ჟღერადობა - ინფორმაციას ბათუმის ბულვარი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ასევე, დაემატა დისტანციური მართვისა და სამაგიდო მიკროფონის ფუნქცია, რაც შესაძლებლობას იძლევა, ციფრული სქემის მეშვეობით გარკვეული მანძილიდან მოხდეს შადრევნის მუსიკალური რეპერტუარის რეგულირება და მართვა.

"აუდიო სისტემის ინსტალაცია-მონტაჟის სამუშაოები შპს „MIFASI“-მ აწარმოა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ცენტრალურ შადრევნებზე მუსიკალური პროგრამა ნაწილობრივ განახლდა, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ განახორციელა.

2024 წელს, კვლავ დაგეგმილია ახალი პროგრამის დამატება და მუსიკალური რეპერტუარის გამრავალფეროვნება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში