დონეცკის „შახტარი“, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი თამაშობენ, ჩემპიონთა ლიგაზე „პორტუს“ დაუპირისპირდა, გადამწყვეტი მატჩი 3:5 წააგო და ტურნირს გამოეთიშა, მაგრამ ევროსეზონს განაგრძობს და გაზაფხულზე ევროპა ლიგის პლეი ოფში გააგრძელებს. „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გოჩოლეიშვილი იყო და შეუცვლელად ითამაშა. მილანმა ნიუკასლი გასვლაზე 2:1 დაამარცხა, მაგრამ ჯგუფიდან ვერ გავიდა და ისიც მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს. სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: სელტიკი-ფეიენორდი 2:1; დორტმუნდი-პსჟ 1:1; ატლეტიკო-ლაციო 2:0; ანტვერპენი-ბარსელონა 3:2. ლაიფციგი-იანგ ბოიზი 2:1; ცრვენა ზვეზდა-მანჩესტერ სიტი 2:3.