დასრულდა აჭარის ფრენბურთის ფედერაციისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართული აჭარის ღია ჩემპიონატი ფრენბურთში „ზამთრის თასი 2023“ 2009-2010 წლებში დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის. და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის: ბათუმის, წალენჯიხის, ქუთაისის, თბილისის, ქობულეთისა და ხულოს გოგონების შვიდმა და ვაჟების ექვსმა გუნდმა იასპარეზა. გოგონათა და ვაჟთა შორის „ზამთრის თასის“ გამარჯვებული ბათუმი გახდა. ტურნირი წელს პირველად ჩატარდა და ორგანიზატორთა განცხადებით ტრადიციული გახდება.