საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში

13 დეკემბერი 2023, 19:56 506 ნახვა

ბათუმში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქვეყნის ჩემპიონი გახდა აჭარის წარმომადგენელი მამუკა კორძაია, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ასევე აჭარის წარმომადგენელმა რამაზ თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნაკრების მწვრთნელებმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს მედალოსანს შოთა ფარტენაძეს დასვენების საშუალება მისცეს, რომელიც ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა, სხვა ლიდერებიდან კი ყველამ იჭიდავა. საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გორის გუნდი გავიდა, მეორე-მესამე ადგილები კი შესაბამისად, ამბროლაურის და სამტრედიის წარმომადგენლებმა დაიკავეს. 2024 წელი ოლიმპიური ლიცენზიების წელია, ამ დროისთვის ოლიმპიურ ლიცენზიას უკვე ფლობენ გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი, რომელიც კიდევ ერთხელ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ხვალ ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი