საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ, საქართველოს უნდა მიენიჭოს სტატუსი, ვნახავთ, ამას ევროპული საბჭო თუ დაადასტურებს - ოლივერ ვარჰეი 

12 დეკემბერი 2023, 21:36 432 ნახვა

საქართველომ გრძელი გზა გაიარა, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

ვარჰეის თქმით, მისი გზავნილი საქართველოს მთავრობისადმი არის, რომ გააგრძელონ მუშაობა, რადგან ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის.

„ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ლიდერებმა თავად უნდა მიიღონ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინადადებები ძალიან მკაფიოა. ვფიქრობთ, რომ საქართველომ გრძელი გზა გაიარა. საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ვნახავთ, ამას ევროპული საბჭო თუ დაადასტურებს. ჩემი გზავნილი საქართველოს ხალხისა და საქართველოს მთავრობისადმი იქნება – გააგრძელეთ მუშაობა. ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი