4 ადამიანი დაშავდა უკრაინის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ბორტნიჩის რაიონში ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევების შედეგად. კიევის სამხედრო ადმინისტრაცია ტელეგრამ-არხზე წერს, რომ დაშავებულთაგან ერთი-ერთი 31 წლის კაცია. 60, 33 და 31 წლის სამ ქალს ჰქონდა მომხდარზე სტრესული რეაქცია. მათ ექიმები შემთხვევის ადგილზე დაეხმარნენ. ბორტნიჩი მდებარეობს კიევის სამხრეთ-აღმოსავლეთით დარნიცკის რაიონში. კიევის სამხედრო ადმინისტრაცია მის ხელმძღვანელზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაცია დედაქალაქის სამხრეთით გოლოშეევსკის რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შესახებ არ დადასტურდა.