ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. რთული ვითარებაა ღაზის სექტორში, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ღაზაში სიცოცხლისთვის აუცილებელი დახმარების ხელმისაწვდომობისა და ომის კანონების პატივისცემის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბჭომ რეზოლუცია მიიღო.
7 ოქტომბრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო-ს სისტემაში კონსენსუსით მიიღეს ამ კონფლიქტის შესახებ რეზოლუცია.
რეზოლუციაში მოუწოდებენ ყველა მხარეს, შეასრულონ საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარემ სრულად უნდა შეასრულოს მათზე მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებულია შეიარაღებულ კონფლიქტში მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამედიცინო პერსონალის დაცვასთან.