საქართველოს ჩემპიონატი ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში

09 დეკემბერი 2023, 11:56 1131 ნახვა

საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა ქართულ საბრძოლო ხელოვნებებში სადაც წარმატებით იასპარეზეს აჭარის ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „დიჩინის“ მებრძოლებმა. ტურნირი ორ სახეობაში - შერეულ კრივსა და შერეულ ჭიდაობაში ჩატარდა. ბათუმელმა სპორტსმენებმა საერთო ჯამში სამი ოქროს, რვა ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ჩემპიონები გახდნენ ტარიელ მანველიძე, ბექა ქამადაძე და გიორგი შავაძე. შეჯიბრებაზე დებიუტი ჰქონდა იზაბელ გაბიძაშვილს, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა. ცნობისთვის: კახაბერ ზარნაძე იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყო ქართული საბრძოლო ხელოვნებების აღდგენა და პოპულარიზაცია, ის ასევე გახლდათ ქართული საბრძოლო იარაღის დამზადების ოსტატი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქართულ საბრძოლო ხელოვნებებში მის სახელს ატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი