უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 97 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

06 დეკემბერი 2023, 09:25 446 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 97 სამხედრო შეკატება მოხდა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთო ჯამში, მტერმა განახორციელა 4 სარაკეტო და 104 საჰაერო დარტყმა, 101 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

"რუსები აგრძელებენ ზეწოლას უკრაინის აღმოსავლეთის რიგ მიმართულებებზე, ყველაზე ცხელი იყო ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის და მარიინსკის მიმართულებები. ბოლო 24 საათის განმავლობაში, დამცველებმა მოიგერიეს დამპყრობლების ასამდე შეტევა"-განმარტავენ გენშტაბში.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 15 დარტყმა განახორციელეს პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი