პნევმონიისა და რესპირატორული დაავადებების ახალი ფორმები დაფიქსირდა ჩინეთში, რომელიც ბავშვებშია გავრცელებული.
საავადმყოფოებში მაღალი მიმართვიანობის გამო პაციენტებს საათობით რიგში უწევთ დგომა, მსგავსი ვითარებაა დედაქალაქშიც. ექიმების განცხადებით, პაციენტებს აღენიშნებათ მაღალი სიცხე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის ხელისუფლებას ვირუსით გამოწვეული დაავადების შესახებ სრული ინფორმაციის გამოქვეყნებას სთხოვს, თავის მხრივ ჩინეთი ამტკიცებს, რომ ეს ახალი ვირუსი არ არის და სხვადასხვა ინფექციის შეხამებით არის გამოწვეული.
ტაივანმა თავის მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.