დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლების მშენებლობა დასრულდა. იძულებით გადაადგილებულ 71 ოჯახთან სახლების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებები გაფორმდა.
პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლები აშენდა და სრულად გარემონტდა.
სახლების მშენებლობა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა.