„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება

30 ნოემბერი 2023, 10:04 443 ნახვა

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. ამის შესახებ ისრაელისა და „ჰამასის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„შუამავლების ძალისხმევის გათვალისწინებით, შეთანხმების პირობების მიხედვით მძევლების გათავისუფლების პროცესი გახანგრძლივდეს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაგრძელდება“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

„ჰამასმა“ თავის მხრივ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული პაუზა მეშვიდე დღესაც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის მეექვსე დღე დასრულდა. აქამდე უცნობი იყო, გაგრძელდებოდა თუ არა შეთანხმება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი