ნიდერლანდების ქალაქ არნემში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კიოკუშინკაი კარატეში საქართველოს ოთხი სპორტსმენი წარმოადგენდა, სამი მათგანი ბათუმში ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა. ბიჭები უკვე მომავალი ტურნირებისთვის ემზადებიან. ვარშავა - ევროპის აბსოლუტური ჩემპიონატი, ტალინის საერთაშორისო ტურნირი და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს. ასეთია სპორტსმენთა უახლოესი განრიგი. ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც ირაკლი დარცმელიძემ და ვალერი ვახტანგაძემ მოამზადეს.