აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა იაპონიის იაკუშიმის კუნძულთან. დღეს იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში რადარებიდან გაუჩინარდა აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი ოსპრეი - განუცხადა ჟურნალისტებს იაპონიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
იაპონიის სანაპირო დაცვის მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი აშშ-ს საზღვაო ქვეითების, აშშ-ს საზღვაო ძალებისა და იაპონიის თავდაცვის ძალების ექსპლუატაციაში იმყოფებოდა.