უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 87 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

29 ნოემბერი 2023, 09:46 465 ნახვა

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა სუმის რაიონზე 22 თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაშავდა 3 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში მოხდა 87 სამხედრო შეტაკება. მთლიანობაში მტერმა განახორციელა 14 სარაკეტო და 80 საჰაერო დარტყმა, 68 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

მათივე ცნობით, რუსი ოკუპანტები გააქტიურდნენ ყველა მიმართულებით აღმოსავლეთ უკრაინაში.

"სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებებში რუსები ინარჩუნებენ სამხედრო ყოფნას სასაზღვრო რაიონებში და ახორციელებენ აქტიურ დივერსიულ აქტივობებს, რათა თავიდან აიცილონ უკრაინის ჯარების გადაყვანა საშიშ მიმართულებებზე"- აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 13 დარტყმა განახორციელეს პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებში, ხოლო 3 დარტყმა მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი