ბუდუ ზივზივაძემ უგოლო სერია დუბლით შეწყვიტა

27 ნოემბერი 2023, 14:08 542 ნახვა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში უგოლო სერია შეწყვიტა „კარლსრუეს“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ, რომელმაც „ნიურნბერგთან“ დუბლი შეასრულა. ქართველი ფორვარდი თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო და გოლები 89-ე და 94-ე წუთებზე გაიტანა.

„კარლსრუემ“ კი 4:1 მოიგო. 29 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 13 ჩატარებულ მატჩში 3 გოლი დაუგროვდა.

კარლსრუე“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 16 ქულით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 დეკემბერს როსტოკის „ჰანზას“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი