ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ გორის ახალგაზრდობა შეუერთდა. კამპანიაში ჩართულ ახალგაზრდებს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და იმ სიკეთეებზე ისაუბრა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას მოაქვს.
ხელმოწერების კამპანია, რომელიც საქართველოს რეგიონებშიც გაიშალა, 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ პოზიციას გამოხატავენ.