ფესტივალი „განდაგანა“ გრძელდება

26 ნოემბერი 2023, 11:18 598 ნახვა

სოფლის ტურიზმის ფესტივალის მეორე დღე ევროპის მოედანზე. „განდაგანა“ - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია  ნოემბერს ალამაზებს.

საშემოდგომო ნობათითა და კულტურული ღონისძიებებით დახუნძლულ ფესტივალს უამრავი სტუმარი სტუმრობს. არც გუშინდელი დღე ყოფილა გამონაკლისი, ღონისძიება ჯგუფებისა და ბენდების კონცერტებით დასრულდა, დღის განმავლობაში კი ტერიტორიას საშემოდგომო დეკორაციები ალამაზებდა, წარმოდგენილი იყო მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებითა.

გასართობი პროგრამა  დღეს ევროპის მოედანზე 16 საათიდან დაიწყება, ღონისძიებას “თამადა“ დაასრულებს, რომლის კონცერტი 20 საათზეა დაგეგმილი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი