თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ევროლიგის მე-10 ტურში თურქულ ფენერბაჰჩეს უმასპინძლა და მეტოქე 87:79 დაამარცხა.
თორნიკემ პარკეტზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. იტალიურ გუნდს ევროლიგის მიმდინარე სეზონში 7 მოგება და 3 მარცხი აქვს, რითიც მესამე ადგილზეა.
ბოლონიელები მხოლოდ მადრიდის რეალსა და ბარსელონას ჩამორჩებიან. შენგელიას კლუბი მომდევნო ტურში მიუნხენში ბაიერნს ესტუმრება.
აქვე გეტყვით, რომ თორნიკე შენგელია იტალიის სერია A-ს მე-8 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.