დუბლინში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ ქალაქში მასშტაბური პროტესტი დაიწყო

24 ნოემბერი 2023, 10:11 593 ნახვა

დუბლინის ცენტრში თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვი. ირლანდიის პოლიციის განცხადებით, ინდიცენტი დღის საათებში, ქალაქის ჩრდილოეთით, პარლენლის მოედანზე მოხდა.

გავრცელებული ცნობით, დაშავებულები ცივი იარაღით დაჭრეს. თავდასხმის ადგილის მიმდებარედ კი საპროტესტო აქციები გაიმართა.

მომიტინგეებმა პოლიციის მანქანები დაწვეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია, დაშავებულების მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი