ქართველ მომიტინგეებს მხარდაჭერას უცხადებს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროტესტის მე-100 დღესთან დაკავშირებით უწყება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების პატივისცემა. განცხადებას აფასებენ მმართველ გუნდში.