ევროკომისიის გადაწყვეტილებაში თქვენი დიდი წვლილია, რომ არა 8 მარტის გამოსვლები, საქართველოში დანახული ევროპული დროშები და დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ, ცოტა დაფიქრდებოდნენ, არ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გააკეთა, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სტუდენტებს უმასპინძლეს.
ახალგაზრდები შეუერთდნენ კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“.
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპული მომავალია ის მთავარი ინტერესი რაც საზოგადოებას აერთიანებს.