ბეირუთში ლიბანის საზღვრის მახლობლად ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპული ორი ლიბანელი ჟურნალისტის ცხედარი გადაასვენეს. ლიბანური ტელეარხის ალ-მაიადინის განცხადებით, დაღუპულები არიან ჟურნალისტი და ოპერატორი.
ლიბანური მედიის მტკიცებით, ეს ისრაელის მიზანმიმართული თავდასხმა იყო სატელევიზიო ჯგუფზე, რადგან ცნობილი იყო, რომ ჟურნალისტები პროპალესტინური და პრო-ირანული რეგიონული სამხედრო ალიანსის არხისთვის ამზადებდნენ მასალებს.
ისრაელელმა სამხედროებმა კი განაცხადეს, რომ მათთვის ცნობილია ბრალდება ჟურნალისტებთან დაკავშირებით, რომლებიც ისრაელის არმიის ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ. მანამდე ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ არ შეუძლია ჟურნალისტების უსაფრთხოების გარანტია იმ ადგილებში, სადაც ის იბრძვის.