შტორმა ბათუმში სანაპირო ზოლი დააზიანა

21 ნოემბერი 2023, 18:01 631 ნახვა

ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის ახალ ბულვარში სასეირნო ბილიკები ქვიშა- ღორღით დაბინძურდა. პრომენადის ზოგი მონაკვეთი ინერტულმა მასამ სრულად დაფარა, შესაბამისი სამსახურები სპეცტექნიკით ცდილობენ ტერიტორიის გაწმენდას, თუმცა სრული დასუფთავება ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დამატებითი ბრიგადების დახმარებით იგეგმება. ძლიერმა ქარმა და წვიმამ დააზიანა მწვანე ზოლიც, წაქცეულია ხეები,თუმცა როგორც ბულვარის დირექტორი განმარტავს, მწვანე ნარგავების ზიანი ძალიან მცირეა ,რასაც საკუთარი ძალებით გამოასწორებენ. ქალაქის მასშტაბით ძლიერ ნალექს,მერიის ინფორმაციით ,შეფერხებები არ გამოუწვევია. ვიცე მერის განცხადებით, იწმინდება სანიაღვრე არხებიც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში