ახალგაზრდა ძიუდოისტების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

20 ნოემბერი 2023, 10:08 486 ნახვა

გერმანიაში დასრულებულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა აზერბაიჯანის ნაკრები 4:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებიდან გამარჯვებები ნინო ლოლაძემ, ნინო გულბანმა, კოტე კაპანაძემ და გიორგი ჯაბნიაშვილმა მოიპოვეს.

ინდივიდუალურ ასპარეზობებში კი საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩვენი ნაკრები ვაჟთა შორის  პირველ, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

ტურნირზე ოქროს მედლებს ზაურ დვალაშვილი და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი დაეუფლნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი