ფერმერის დღე 2023

18 ნოემბერი 2023, 10:50 474 ნახვა

დღეს ფერმერის დღეა - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ეს დღე 2015 წლიდან იმართება.

პროფესიული დღის აღსანიშნავად ფერმერები ღონისძიებაზე  შეიკრიბნენ, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში ცხრა წარმატებული მათგანი დაჯილდოვდა.

ღონისძიება საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში