საქართველოსა და პორტუგალიის კომუნიკაციების კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის გეგმაც შეიმუშავეს.