ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

16 ნოემბერი 2023, 14:08 379 ნახვა

დღეს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით ტოლერანტობის ცენტრმა  გაეროს ასოციაციასთან ერთად ღონისძიება გამართა.

სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა საქართველოში რელიგიური თავისუფლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა.

ტოლერანტობის ცენტრის ანგარიში „რელიგიის თავისუფლება საქართველოში – 30 წელი“ ცენტრის ხელმძღვანელმა წარადგინა. გაიმართა ტოლერანტობის ქომაგების დაჯილდოების ცერემონიაც, ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს ქომაგის ჯილდო გადაეცა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს დიმიტრიოს კარაბალისს, რელიგიათა საბჭოს ჯილდო გადაეცა რელიგიის თავისუფლების მკვლევარს ლევან მეტრეველს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში