ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე "ორი ნაბიჯის" ერთ-ერთი მაღაზია გაქურდეს. მაღაზიის გაქურდვის ფაქტს თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
სავაჭრო ობიექტში არც იმას აკონკრეტებენ თუ რისი წაღება მოახერხეს მაღაზიიდან.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.