ბათუმში მედიაციისა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის სივრცე და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ბათუმში ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ეფექტიანი მომსახურებისთვის და მედიაციის შეხვედრების ჩატარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
სააგენტოს რეგიონული შესაძლებლობების გაფართოება ხელს უწყობს 14 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნებს, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ პირებს და ყოფილ პატიმრებს ადგილზე მიიღონ მომსახურებები, რომლებიც მათში დანაშაულის გააზრებას, პროსოციალური უნარების განვითარებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.