საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეხუთე ტურში „ბათუმმა“ ტყიბულის „ორბს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 80:74 დაამარცხა. ბათუმელთაგან საუკეთესო შედეგი და ორმაგი დუბლი ოთარ ბულიავამ დააფიქსირა, რომლის ანგარიშზე 21 ქულა და 11 მოხსნა იყო.
ბათუმს ოთხი მატჩიდან სამი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში შვიდი ქულით მეხუთე პოზიციაზეა.
შემდეგ შეხვედრას ბუბა ბერიშვილის გუნდი 18 ნოემბერს, სტუმრად მესამე ადგილზე მყოფ „ქუთაისთან“ გამართავს.