იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში ნაპოლიმ აუტსაიდერ ემპოლის უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. რუდი გარსიამ კვარაცხელია მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვა.
ქართველმა შემტევმა თამაში გამოაცოცხლა და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ 90-ე წუთზე „ნაპოლიმ“ გოლი გაუშვა და დამარცხდა.
იტალიური და ფრანგული მედია უკვე იუწყება, რომ რუდი გარსია „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.