უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ შვეიცარია დაამარცხეს და ნახევრფინალში ითამაშებენ 

13 ნოემბერი 2023, 10:08 517 ნახვა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში შვეიცარიას 76 ქულიანი სხვაობით - 86:10 დაამარცხა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 13 ლელო გაუტანეს, რომელთაგანაც  3-3 ლუკა საღინაძისა და მიხეილ შიოშვილის ანგარიშზეა, თითო-თითო კი გიორგი ჯაშმა, მიხეილ ხახუბიამ, გიორგი მესხიძემ, გიორგი ხაინდრავამ, სანდრო სესიაშვილმა, გიორგი სპანდერაშვილმა და შოთა ხელაძემ მიითვალეს.

ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილი ნაკრები ხვალ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდებს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში ბელგია 34:6 დაამარცხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი