აჭარის ჩემპიონატი კრივში. ტურნირში სამი ასაკობრივი და სხვადასხვა წონითი კატეგორიის 100-ზე მეტი მოკრივე მონაწილეობდა.
გამოვლინდნენ ჩემპიონები და პრიზიორები.
ჩემპიონებისგან დაკომპლექტდა აჭარის ნაკრები, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელსაც ბათუმის სპორტის სასახლე 13-17 დეკემბერს უმასპინძლებს.