შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 10 793 ფიზიკური პირია დარეგისტრირებული

10 ნოემბერი 2023, 13:10 504 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 10 793 ფიზიკური პირია დარეგისტრირებული

„2022 წლის პირველი მარტიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 10 793 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 40 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 10 753.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით, შეტანილია 1 475 075 პირის შესახებ ინფორმაცია. აქვე გაცნობებთ, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან – „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“.

პირი თუ არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე – www.rs.ge,  მას შეუძლია, ონლაინფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება videocall.rs.ge – ვებგვერდის საშუალებით. ვიდეოზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე“, – აცხადებენ სემოსავლების სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში