ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის „ჯვაროსნების“ შემადგენლობა ცნობილია 

10 ნოემბერი 2023, 11:01 486 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 13 ნოემბერს დაიწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 16 ნოემბერს თბილისში შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, 19 ნოემბერს კი ესპანეთის ნაკრებს ვალიადოლიდში დაუპირისპირდება.

მოახლოებული მატჩებისთვის ვილი სანიოლმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელმაც ნაკრებში დააბრუნა ტრავმის შემდეგ მომჯობინებული ოთარ კაკაბაძე, ასევე გამოიძახა გიორგი გოჩოლეიშვილი და გიორგი აბურჯანია.

ამ შეხვედრებში ნაკრებს ვერ დაეხმარებიან ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილი და დავით ხოჭოლავა, ფრანგმა სპეციალისტმა შეკრებაზე არ გამოიძახა საბა საზონოვი და საბა ლობჟანიძე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი