„ბორჯღალოსანმა“ ბექა გიგაშვილმა „ტულონთან“ კონტრაქტი გააგრძელა

10 ნოემბერი 2023, 10:01 514 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა ბექა გიგაშვილმა ფრანგულ ტულონთა კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბის ღირსებას 2027 წლამდე დაიცავს. ტულონის მწვრთნელმა პიერ მინიონმა განაცხადა, რომ ბექა დიდი მებრძოლია და ის გუნდისთვის უძვირფასესი მორაგბეა.

„გვიხარია, რომ კიდევ 3 წელი ჩვენთან ითამაშებს. ის ერთგული მორაგბეა და მოედანზე მისი ბრძოლა სამაგალითოა. დარწმუნებულები ვართ, რომ ბექა დიდი სპორტული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება'' - აღნიშნა პიერ მინიონმა.

ბექამ ტულონის მაისურით უკვე 84 მატჩი ჩაატარა და 10 ლელო დადო. მას საქართველოს მორაგბეთა ნაკრებში 41 მატჩში 5 ლელო აქვს გატანილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი