ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა 9 თვეში

09 ნოემბერი 2023, 10:58 479 ნახვა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ოჯახში ფიზიკური ძალადობის 1764 შემთხვევა დაფიქსირდა, ფსიქოლოგიურის - 6029, ეკონომიკურის - 76, სექსუალურის - 26, იძულების - 64 და უგულებელყოფის - 44. რაც შეეხება ასაკობრივ ჭრილს - ოჯახში მამაკაცებისა და ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა 25-44 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა.

კერძოდ, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში მსხვერპლი 2701 ქალია, კაცი კი 274. ამასთან, მონაცემებით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 13 წელს ქვემოთ 83 გოგო და 82 ბიჭია. 14-17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში კი 149 გოგო და 52 ბიჭი. სტატისტიკით ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ ძალადობის შემთხვევებში, მოძალადე 4 785 მამაკაცია, 867 კი ქალი.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში 6 510 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი