საკალათბურთო კლუბი „თსუ“ „გიოტინგენთან“ დამარცხდა 

09 ნოემბერი 2023, 10:08 460 ნახვა

თსუ-მ ფიბა ევროპის თასზე მეოთხე ტურის მატჩში გერმანულ „გიოტინგენს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ერთი ქულით 85:86 დამარცხდა. „გიოტინგენმა “სამი პერიოდი მოიგო და თითქოს ბოლო პერიოდის წინ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და შეხვედრის დასრულებამდე 12 წამით ადრე ერთ ქულას იგებდა. მიუხედავად ამისა, თსუ მაინც დამარცხდა. თსუ-ს რიგებში საუკეთესო იყო რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც მატჩი 31 ქულით დაასრულა.

კახა ჯინჭარაძემ 17 ქულა, გიორგი ტურძილაძემ 14, ხოლო ალექსანდრე ფევაძემ 10 ქულა ჩააგდო. თსუ მომდევნო ტურში კერავნოსს სტუმრად შეხვდება. მატჩი 15 ნოემბერს გაიმართება. თბილისურ კლუბს 5 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი