გაცხადებული გვაქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობიდან თანდათანობით, ფრთხილი გამოსვლის პოლიტიკა და ამ პოლიტიკას გავყვებით - ნათია თურნავა

08 ნოემბერი 2023, 14:02 542 ნახვა

ეროვნული ბანკის შიგნით პროფესიული ზრდა, საინტერესო ახალი პროექტების განხორციელება, ახალი სტანდარტების შემუშავება და რეფორმების მხარდაჭერა, ეს არის ძალიან დადებითი კონტრიბუცია ჩვენს საფინანსო სექტორში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი, რომელიც აწესებს სტანდარტებს მოწინავე ინდუსტრიაში, თავადაც უნდა იყოს მოწინავე ცოდნის, გამოცდილების და რეფორმატორული გეგმების თვალსაზრისით.

„სწორედ ამ ნაწილში დაგვეხმარებიან ჩვენ ის კონსულტანტები. გამოცდილი ადამიანები საერთაშორისო რანგის, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კონსულტანტები, ვისავ აქამდეც აქვთ გამოცდილება ეროვნულ ბანკთან მუშაობის სხვადასხვა პროექტში. მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, EBRD-იც გვეხმარება ამ კონსულტანტებთან ურთიერთობაში. მათი მთავარი მიმართულება იქნება საფინანსო ბაზრების შემდგომი რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, მონეტარული პოლიტიკის მეტად დახვეწა, საერთაშორისო სანქციების მეტად დახვეწა და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მათი მონაწილეობა იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი“, – განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, ბოლო პერიოდში ინფლაციის დაბალი მაჩვენებლები ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას აძლევს, ეტაპობრივად გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება.

„იმ მომენტში იყო ახალი რისკი წამოსული, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის სახით, რომელიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს სვამდა, მათ შორის გარე ბაზრებზე სხვადასხვა სასაქონლო პროდუქციის ფასების თვალსაზრისით. ასევე, გაურკვევლობას ზრდიდა. ამიტომ ჩვენ ფრთხილი პაუზა ავიღეთ, მაგრამ მთლიანობაში გავაგრძელებთ გამოსვლას მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან და მონეტარული განაკვეთის თანდათანობით შეკვეცას. რაც მთავარია, ჩვენი მთავარი საზრუნავი არის დაბალი ინფლაცია, სამომხმარებლო ფასების სტაბილურობა. ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლები არის ძალიან დაბალი, ბევრად დაბალი, ვიდრე მიზნობრივი ინფლაცია. შესაბამისად, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, შემდგომშიც გავაგრძელოთ თანდათან ლიბერალიზაცია და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება“, – განმარტა თურნავამ.

მისივე განმარტებით, ახლო პერიოდში გვექნება პირველი მიკრობანკი.

"მიკრობანკების ახალი ლიცენზიის შემოღება ემსახურება იმას, რომ გაჩნდეს დამატებითი საინტერესო, ინვესტორებისთვის მიმზიდველი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც, გარკვეულწილად, გარდამავალი ეტაპი იქნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სრულყოფილ ბანკებს შორის"- განაცადა თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი