მადრიდში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოლაპარაკებების წინააღმდეგ გამოდიან, რომელზეც ამნისტიის მინიჭებას განიხილავენ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის არალეგალურ რეფერენდუმში მონაწილეობდნენ.
აქციის ათასობით მონაწილე ზედიზედ მეორე ღამე მადრიდში სოციალისტური პარტიისა და კარლეს პუჩდემონის იუნიტის პარტიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს აპროტესტებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 7 ათასი ადამიანი შეიკრიბა მშვიდობიან მიტინგზე, მოგვიანებით მომიტინგეების მცირე ჯგუფი შეეცადა გაერღვია პოლიციის ხაზი, რომელიც განთავსებული იყო სოციალისტური პარტიის შტაბ-ბინის წინ.
ამნისტიის კანონს მხარს უჭერს პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც ცდილობს ჩამოაყალიბოს მთავრობა მას შემდეგ, რაც ივლისში ჩატარებულმა არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
მემარჯვენე პარტიები მას კანონის უზენაესობის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ.