ოფიციალიური თბილისი საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს დროულად გადმოსცეს დამნაშავე, რომელმაც სოფელ კირბალთან თამაზ გინტური მოკლა.
მოთხოვნის მიუხედავად ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი, რომელიც გინტურთან ერთად კირბალში სალოცავში იმყოფებოდა. იგი ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.
გინტურის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა.