აქცია პარლამენტის წინ

07 ნოემბერი 2023, 20:09 645 ნახვა

არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები- ამ სახელწოდებითა და პარტია ლელოს ორგანიზებით მდუმარე აქცია პარლამენტთან 1 საათზე მეტია მიმდინარეობს. აქცია სოფელ კირბალში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ  არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და თამაზ გინტურის ფოტოებია განთავსებული, სადაც მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.  აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნა  თამაზ გინტურის მკვლელის დასჯა და გატაცებული ლევან დოთიაშვილის საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადმოცემაა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი